Loading pageINSTITUTE OF TECHNOLOGY
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის სამუშაო საათები და რესურსებზე წვდომის ინსტრუქცია
შვეიცარიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის სასწავლო, კვლევით და პროფესიულ საინფორმაციო მხარდაჭერას. ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს სასწავლო კურსებისთვის საჭირო სავალდებულო და დამატებით ლიტერატურას, ელექტრონულ რესურსებზე წვდომას, რესურსების მოძიებაში დახმარებას და საბიბლიოთეკო კონსულტირებას.
ბიბლიოთეკის სამუშაო საათებია:
ორშაბათი: 09:00-19:00
სამშაბათი: 09:00-19:00
ოთხშაბათი: 09:00-19:00
ხუთშაბათი: 09:00-19:00
პარასკევი: 09:00-19:00
შაბათი: 10:00-20:00
კვირა: დასვენების დღე
ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს კვირაში 60 საათის განმავლობაში.
ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ პერსონალს, ადმინისტრაციულ პერსონალს და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს.
ბეჭდურ რესურსებზე წვდომისთვის მომხმარებელი მიმართავს ბიბლიოთეკას ადგილზე. ბიბლიოთეკარი ეხმარება მომხმარებელს სასურველი ლიტერატურის მოძიებაში, გამოყენების წესების განმარტებაში და საჭირო რესურსის შერჩევაში.
ელექტრონულ რესურსებზე წვდომა ხორციელდება უნივერსიტეტის ვებგვერდის, სტუდენტური პორტალის ან უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული სხვა ელექტრონული არხის მეშვეობით. ელექტრონული რესურსებით სარგებლობისთვის სტუდენტმა ან პერსონალმა უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ელექტრონული ანგარიში ან შესაბამისი წვდომის მონაცემები.
ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები გამოიყენება მხოლოდ სასწავლო, კვლევითი და აკადემიური მიზნებისთვის. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები და ელექტრონული რესურსების გამოყენების პირობები. დაუშვებელია ელექტრონული მასალების არაკანონიერი გავრცელება, მესამე პირისთვის წვდომის მონაცემების გადაცემა ან რესურსების კომერციული მიზნით გამოყენება.
ბიბლიოთეკა სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს კონსულტირებას შემდეგ საკითხებზე:
სასწავლო კურსებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;
ელექტრონული რესურსების გამოყენება;
აკადემიური წყაროების მოძიება და შერჩევა;
საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის წესი;
აკადემიური კეთილსინდისიერებისა და წყაროების სწორად გამოყენების ზოგადი პრინციპები.
ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ბიბლიოთეკას ადგილზე ან დაუკავშირდეს უნივერსიტეტის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
ბიბლიოთეკითა და ელექტრონული რესურსებით სარგებლობის დეტალური წესები განისაზღვრება შვეიცარიული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „ბიბლიოთეკისა და ელექტრონული რესურსების გამოყენების წესით“.